28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

WISE/ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის  – დაიწყო ახალი პროგრამა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

,,ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’ (WISE) ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში  მერსი ქორფსის წარმომადგენლობა (Mercy Corps Georgia) ახორციელებს.

პროგრამა 2022 წლის 30 სექტემბერს დაიწყო და 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის მიზანია ქალთა უფლებებზე მომუშავე საზოგადოების მხარდაჭერა, ქალთა მიმართ ძალადობის (GBV) და ძალადობრივი ექსტრემიზმის (VE) საკითხებზე თემში ცნობიერების ამაღლება და რეაგირება ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს გენდერულ თანასწორობასა და ინკლუზიურ, დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებაზე.

პროგრამა ასევე მიზნად ისახავს კარგი მმართველობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ქალი ლიდერების უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაძლიერებას და ქალთა ხელმძღვანელობით არსებული თუ ქალთა მომსახურე სსო-ებისთვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

გეოგრაფიული არეალი

პროგრამა გეოგრაფიულად ფარავს აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს. სამივე ქვეყანაში პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებსა და ღონისძიებებს ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები განახორციელებენ: აზერბაიჯანში – ქალთა ასოციაცია რაციონალური განვითარებისთვის (WARD), საქართველოში – საფარი, სომხეთში – გავლენის ინოვაციების ინსტიტიტის ინიციატივების ფონდი (IMINI) .

სამიზნე ჯგუფი

პროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

გენდერული თანასწორობის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, ქალების ჩართულობის, ადამიანის უფლებებისა თუ ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და აქტიური მოქალაქეები სამივე ქვეყანაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი);

გენდერზე დაფუძნებული ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ქალები, მოზარდი გოგონები და სხვა პირები, მათ შორის:

  • 500 გოგო და 39,500 ქალი სომხეთში (ყველა რეგიონში);
  • 500 გოგო და 39 500 ქალი საქართველოში (ახალციხის მუნიციპალიტეტი, სამცხე- ჯავახეთის რეგიონი და თბილისი, როგორც ძირითადი სამიზნე და ყველა სხვა რეგიონი);
  • 500 გოგო და 9500 ქალი აზერბაიჯანში (ყველა რეგიონი);
  • მამაკაცები, ბიჭები, ქალები და გოგონები, რომლებიც ცხოვრობენ სამიზნე ქვეყნებში და ისარგებლებენ მულტი-დისციპლინარული მედია-კამპანიებით.

პროგრამის მონაწილეები

  • პროგრამის პირდაპირი მონაწილეები

სამიზნე ჯგუფი და უშუალო შედეგის მიმღები იქნებიან ყველა ასაკის ქალები და გოგონები, როგორც ქალაქებში, ისე სოფლად, რომლებიც ისარგებლებენ პროგრამით განსაზღვრული სხვადასხვა ღონისძიებით; ქალები და კაცები, რომლებიც მუშაობენ გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ინიციატივებზე და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე, ქალებზე ორიენტირებული საზოგადოებრივ ორგანიზაციები.

სულ: 10 000 მონაწილე აზერბაიჯანში, 40 000 მონაწილე საქართველოში და 40 000 მონაწილე სომხეთში.

  • არაპირდაპირი მონაწილეები

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; საზოგადოების წევრები ქალაქებისა და სოფლების თემებში სამივე ქვეყანაში, სულ: 70 000 ადამიანი.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგები

პროგრამის მოსალოდნელი გავლენა და პროგრამით გამოწვეული ცვლილებები ხელს შეუწყობს სამიზნე ქვეყნებში გენდერზე დაფუძნებული ძალადობის პრევენციას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას GBV-ისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ქალების მიერ მართული თუ ქალთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი შესაძლებლობების განვითარებას.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები