ახალი ტელეფონის ყიდვას აპირებ და შენთვის იდეალურ ვარიანტს ეძებ? სტატიაში მოგიყვებით Apple-ის 2 გამორჩეულ მოდელზე: iPhone 7 Plus და iPhone X.
ორივე სმარტფონის აქვს ძლიერი და სუსტი მხარე, სპეციფიკური მახასიათებლები და უპირატესოსები, რომლის ცოდნა აუცილებლად გამოგადგება გადაწყვეტილების მიღებამდე.
iPhone 7 Plus
iPhone 7 Plus ბრენდმა მომხმარებლებს 2016 წელს წარუდგინა. მოდელში მის წინამორბედთან ( iPhone 6s Plus) შედარებით არა ერთი ფუნდამენტური განახლებება მოხდა. Პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება ორმაგი კამერის სისტემას უკავშირდება, რომელიც სივრცის სამგანზომილებიანი სიღრმის აღქმისა და შთამბეჭდავი მასშტაბირების საშუალებას იძლევა. ამას გარდა, iPhone 7 Plus აღჭურვილია წყალგამძლე დიზაინით, რომელიც მას მანამდე არსებულ მოდელებთან შედარებით მეტ გამძლეობას ანიჭებს და გაძლიერებული ელემენტით, რომლის სასიცოცხლო ციკლი 2 საათით მეტია, ვიდრე iPhone 6s Plus-ის.
iPhone 7 PLUS ფერები:
- შავი
- ჯეტ შავი
- ვარდისფერი
- ოქროსფერი
- ვერცხლისფერი
iPhone X
iPhone X 2017 წლის 3 ნოემბერს გამოუშვა Apple-მა, iPhone 7 Plus -ის წარდგენიდან 1 წლის შემდეგ. ის ბრენდის ყველა არსებულ მოდელთან შედარებით გამორჩეული და ინოვაციური იყო, რადგან Home ღილაკი არ ჰქონდა. ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, გამოსვლიდან უმცირეს დროში iPhone X პოპულარობის ზენიტში მოექცა. iPhone X-ს აქვს 5.8 დიუმიანი დისპლეი – 2436 x 1125 პიქსელის გარჩევადობით. ასევე, პრემიუმ ხარისხის უჟანგავი ფოლადის ჩარჩო, 6GB ოპერატიული მეხსიერება და გაძლიერებული უსაფრთხოების სისტემა.
აქვე გაგაცნობთ რამდენიმე გამორჩეულ პარამეტრს:
- iPhone X -ში ჩაშენებულია Apple-ის A სერიის ჩიპები.
- 12 მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის კამერა
- ულტრა განიერი ობიექტივი
- ელემენტის 13 საათიანი სასიცოცხლო ციკლი
iPhone X წარმოდგენილია შემდეგ ფერებში:
- ვერცხლისფერი
- კოსმოსური ნაცრისფერი
შეჯამებისთვის გეტყვით, რომ გადაწყვეტილება iPhone 7 Plus -სა და iPhone X -ს შორის დამოკიდებულია თქვენს პრიორიტეტებზე. Apple-ის პროდუქტების ყიდვა კი შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.onoff.ge. ახალი და მეორადი ტექნიკის გარდა, საიტზე იპოვით მოწყობილობების აქსესუარებსაც.
(R)