პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იწყება იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

საკითხის შესწავლისა და მისი სამართლებრივად მოწესრიგებისთვის იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, შესაბამისი მუნიციპალიტეტები და სხვა სახელმწიფო უწყებები. სამუშაო ჯგუფმა საკითხის კომპლექსურობისა და სირთულის გათვალისწინებით შეისწავლა არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ტერიტორიის თავისებურებები და განსაზღვრა პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზები და პროცედურები.

სარეგისტრაციო პროცესი იწყება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ სირთულეები იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

სარეგისტრაციო პროცესში შესაბამისი უწყებები საჭიროებისამებრ ჩაერთვებიან თითოეული საკითხის შესწავლის მიზნით, შეაფასებენ მოქალაქეების ხელთ არსებულ დოკუმენტებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

მოქალაქეებს, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ციფრულ პლატფორმაზე (Slr.napr.gov.ge) წარდგენილი ჰქონდათ განცხადება მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნით, ამ ეტაპზე ხელახლა განცხადების წარდგენა ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებათ. სააგენტო უკვე ფლობს მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებს და პროცესის ფარგლებში განიხილავს. კერძოდ, საჯარო რეესტრი თავად მოიძიებს ყველა საჭირო დოკუმენტს, რაც რეგისტრაციისათვის არის კანონით სავალდებულო.

დაინტერესებული პირები იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ უახლოეს მომავალში მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციის პროცესის დაწყებისა და დამატებით დოკუმენტაციის შესახებ, რომელთა წარდგენაც შესაძლოა, გახდეს აუცილებელი იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ფილიალებში.

მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების დასადგენად დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე, შეუძლიათ, მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. თითოეული განცხადება ინდივიდუალურად, კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება.

მსგავსი სიახლეები

რევაზ ნადარაია „ლელოს“ წარმომადგენელს: მე არ ვიცნობ, არ ვიცი რა არის...

„მე არ ვიცნობ, არ ვიცი რა არის „რუსული კანონი“. მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ჰქვია მას ოფიციალურ ენაზე“, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე...

საფრანგეთი ახალი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება – პროფკავშირები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას აანონსებენ

საფრანგეთში პროფკავშირები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვისა და საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. პროფკავშირებმა გაფიცვაში მონაწილეობისკენ საჯარო სექტორში დასაქმებულ 5,8 მილიონ ადამიანს მოუწოდეს. მედიის...

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის...

სპეციალური პენიტენციური სამსახური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას, თითქოს ის...

სპეციალური პენიტენციური სამსახური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას, თითქოს ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და მიუხედავად ამისა იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც ჩვეულებრივად იკვებებიან...