შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესზე: ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მედიასთან შეაფასა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს.

„საზოგადოება დარწმუნდა, რომ ამ პარტიებმა ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს.

ვნახეთ, რომ მთელი მათი ტაქტიკა აწყობილი იყო მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ რამე, შედავებოდნენ, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ. ეს სასამართლო არ არის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. მათ „ქართულ ოცნებასთან“ თუ რაიმე შესადავებელი აქვთ შემოსულიყვნენ პარლამენტში და შეეძლოთ სარჩელი შეეტანათ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. ასე რომ ეს სასამართლო არ ეხება „ქართულ ოცნებას“, ეს სასამართლო ეხება მათ. ტყუილად ხარჯავენ დროსა და ენერგიას „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით.ისაუბრონ იმ ბრალდებაზე, რომელიც მათ აქვთ წაყენებული, იმართლონ თავი.

საქმე ის არის, რომ სამართლებელი არაფერი აქვთ. როგორ უნდა იმართლონ თავი 4 ოქტომბრის შემოქმედებმა, როცა პრეზიდენტის სასახლეს თავს ესხმოდნენ და ამ ძალადობას მხარს უჭერდნენ. როგორ უნდა იმართლონ თავი 2024 წელს უცხოელების დავალებით მანდატების დამხევმა პარტიების წარმომადგენლებმა. რითი უნდა იმართლონ თავი, როდესაც მათ აღიარებული აქვთ, რომ მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მუშაობენ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან. ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

არჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ერთია წარსულში ჩადენილი...

“არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო უდრის რომელიმე პარტიას. სახელმწიფოსა და პარტიას შორის რა თქმა უნდა არის მტკიცე ხაზი“,- ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე...

მაკა ბოჭორიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ...

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებთან გამკლავებაც საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს. „ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს...

მარიამ ქვრივიშვილი: ვაგრძელებთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, გამტარუნარიანობის გაფართოებას და მოძრავი შემადგენლობის...

ჩვენ ვაგრძელებთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, გამტარუნარიანობის გაფართოებას და მოძრავი შემადგენლობის განახლებას, რათა მეტად შევუწყოთ ხელი დაბალი ემისიის მქონე სატვირთო ტრანსპორტზე გადასვლას, - განაცხადა საქართველოს...

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთვის მშვიდობა არჩევანია, რომელსაც განსაზღვრავს როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება,...

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე მშვიდობაზე, როგორც საქართველოს არჩევანზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნება ერთგულებას, მტკიცე ნებასა და საერთო...