ტრამპმა დაუშვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმების შედეგად უკრაინის საზღვრებმა შესაძლოა ცვლილება განიცადოს.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ის, რომ „ყველაფერი თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის შენარჩუნებით დასრულდება“, ტრამპმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება მალე მიიღწევა, თუმცა იქვე მიანიშნა ტერიტორიულ ცვლილებებზე.

„ვფიქრობ, ჩვენ გვექნება შეთანხმება და ეს მოხდება. საბოლოო ჯამში, უკრაინა ცოტათი განსხვავებულ მოხაზულობას მიიღებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მშვიდობის გზაზე მთავარ დაბრკოლებაზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს არის „სიძულვილი ზელენსკისა და პუტინს შორის“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ცნობილი თეზისი, რომ იგი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა.

ამასთან, ტრამპმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, ვის უფრო ენდობა – ვოლოდიმირ ზელენსკის თუ ვლადიმირ პუტინს – და განაცხადა, რომ მას „ორივესთან კარგი ურთიერთობა აქვს“.

მსგავსი სიახლეები

Deutsche Welle: საქართველოდან 3 თვეში იმაზე მეტი რუსეთის მოქალაქე გააძევეს, ვიდრე...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო ქვეყნიდან რუსეთის 109 მოქალაქე გააძევეს - ეს მაჩვენებელი თითქმის ერთნახევარჯერ...

POLITICO: ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც...

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც მისი თანამდებობიდან ჩამოშორება სურს - ეს მარინ ლე პენია, - წერს გამოცემა POLITICO. პარტია „ეროვნული...

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, გულწრფელად ვუსამძიმრებ...

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური...

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია...