საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. ვიცე-პრემიერი ასევე დაესწრება ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას.

„ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფებით ქალაქ შანხაიში, სადაც ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე კერძო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებთან. ვიზიტის ძირითადი თემატიკა დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან. ჩვენი ამოცანაა ექსპორტის მოცულობის ზრდა, მათ შორის ჩინეთის მიმართულებით. ამ მიზანს ემსახურება ასევე ტრადიციულად საქართველოს მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, სადაც ქვეყანა სამი პავილიონითა და 40-მდე კომპანიით იქნება წარმოდგენილი. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური პლატფორმა ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე ქართული კომპანიებისთვის, რათა დაამყარონ ახალი ბიზნეს, სავაჭრო ურთიერთობები და გაზარდონ ექსპორტის მოცულობა ამ მნიშვნელოვან ბაზარზე“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება: დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები- ირაკლი ნადარეიშვილი და თამარ იოსელიანი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

„ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა, მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა. მასთან ერთად გათავისუფლდა კიდევ ერთი მსჯავრდადებული ლაშა ბერიძეც. როგორც...

მაკა ბოჭორიშვილი „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: ბრიუსელში არის ინტერესი,...

ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი გარკვეულწილად, მოუსმინონ საქართველოს და ეს რა თქმა უნდა, იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს შესაძლებლობა, ეს მოსაწვევი...

ბრიუსელი საკონსტიტუციო სასამართლოს როლში – ევროკომისია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, საქართველომ 2028...

ევროკომისია ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას ითავსებს და საქართველოს კონსტიტუციურობის განმსაზღვრელად გვევლინება - 2026 წლის ანგარიშში ბრიუსელი ამტკიცებს, თითქოს მთავრობის გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოლაპარაკებების საკითხი...

ევროკომისიის მორიგი დეზინფორმაცია – გაფართოების ანგარიშში საქართველოსთან დიალოგის შეჩერებაში კვლავ პრემიერ-მინისტრია...

ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში კვლავ არის აღნიშნული, რომ თითქოს ბრიუსელსა და თბილისს შორის დიალოგის შეჩერება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ მოხდა. როგორც...