არჩილ გორდულაძე: ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას თითოეულ კომპონენტში

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ პარტიებს 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას ედავებიან.

მანვე აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის, რასაც ედავებიან და რატომ არის მათი პარტიები ასაკრძალი.

„ყველა პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, რაც ცალსახად არის სარჩელში მითითებული, ვედავებით 23-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევას, თითოეულ კომპონენტში. დანარჩენი, რა მტკიცებულებით, რომელთან რა მიმართებით ეს არსებითად როდესაც გადავალთ ამ საკითხზე მაგაზე ვიმსჯელებთ და კონკრეტულის მიმართ კონკრეტულ მტკიცებულებას განვიხილავთ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მოეშვით ახლა ტელევიზიებისთვის მიმართვას და ეკრანებზე საუბარს, რომ თითქოს აქ, ვერავის გაურკვევია რას განვიხილავთ. ყველამ ძალიან კარგად იცის. ვინ ვინ და თქვენ იცით ძალიან კარგად რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები

„ლელოს“ წევრის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების დასწრებას...

„ლელოს“ წევრის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების დასწრებას ეხებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. „ლელოს“ წევრმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სასურველია სხდომებს ვენეციის კომისიის...

თამთა მეგრელიშვილი: „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დავით გარეჯის თემაზე გავრცელებული დეზინფორმაცია სერიოზულად აზიანებს საქართველოს...

გიორგი ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ მომართულ შეთქმულებაში მონაწილეობენ 2012 წლამდე სახელმწიფოს მმართველობის...

არჩევნების გაყალბების, საგარეო კურსის ცვლილებისა და სექსუალური უმცირესობის ჩაგვრის შესახებ უტიფარად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე, ანალოგიური ვითარების შექმნას ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ჯგუფები საქართველოში, ეს...

სოზარ სუბარი: აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“,...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტების „ბელეტრისტიკად“ და „მხატვრულ თხზულებად“ შეფასებით, რადიკალური...