ეკა სეფაშვილი: პრემიერის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში, საქართველოს შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების
სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილი.

მისი განცხადებით, სამიტი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია პარტნიორებს წარუდგინოს ქვეყნის შესახებ რეალური სურათი და უპასუხოს კრიტიკულ განცხადებებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამიტში ჩვენი პრემიერის ჩართულობა, რადგან მას ეძლევა საშუალება მედიიდან და ზოგიერთი სახელმწიფო ლიდერისგან წამოსულ კრიტიკულ, ზოგჯერ დეზინფორმაციის შემცველ განცხადებებს, პირადად დაუპირისპიროს ამ დეზინფორმაციის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას.

ერთია, როდესაც ისმენენ, მაგალითად, კაია კალასისგან ბრალდებებს, და მეორეა, როდესაც საქართველოს პრემიერი ფაქტებზე, ციფრებსა და ქვეყნის ბოლო პერიოდის განვითარებაზე დაყრდნობით აჩვენებს რეალურ სურათს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს მონაწილეობა ამ სამიტში.

დიალოგი არის გახსნილი პლატფორმა, სადაც ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი არგუმენტები. ამ თვალსაზრისით, მიუღებელია ევროკავშირის მხრიდან დიალოგის ფორმატების შეზღუდვა. ეს სამიტი კი ნაწილობრივ ამსხვრევს ამ ჩაკეტილობას, თანაც უფრო ფართო მასშტაბით, რადგან აქ მონაწილეობენ არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები, არამედ სხვა სახელმწიფოებიც, მაგალითად, კანადა.

კანადის ჩართულობა მიუთითებს, რომ ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემები საბოლოოდ ყველა სახელმწიფოს ეხება. სწორედ ამიტომ არის დაინტერესებული კანადა, რომ ჩართული იყოს იმ დისკუსიებსა და დებატებში, რომლებიც ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს, რადგან ეს პროცესები ადრე თუ გვიან მასზეც მოახდენს გავლენას,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...

არჩილ გორდულაძე: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი...

თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ...

არჩილ გორდულაძე: დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ თავად აღიარა, რომ...

დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც აგრძელებენ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. კერძოდ, არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ ემიჯნებიან და ამართლებენ 2024 წლის...

არჩილ გორდულაძე: დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები...

არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ აღიარებენ ქართველის ხალხის არჩევანს, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური...