The Times: ელექტროენერგიის გარეშე, -18°C და რუსული თავდასხმები – კიევს „კატასტროფა“ ემუქრება

პრეზიდენტი პუტინი კიევს „ჰუმანიტარული კატასტროფისკენ“ მიაქანებს, ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ, უკრაინის დედაქალაქის მერმა, საზოგადოება მას შემდეგ გააფრთხილა, რაც ღამის განმავლობაში განხორციელებულმა მასშტაბურმა რუსულმა იერიშებმა ქალაქის ნახევარს ელექტროენერგია, გათბობა და წყალი შეუწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა “The Times” წერს.

გამოცემის ცნობით, მერმა მოსახლეობას ურჩია, „დატოვონ ქალაქი, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ“, მაშინ როცა საგანგებო სამსახურები თოვლით დაფარულ კიევში ელექტრომომარაგების აღდგენას ცდილობდნენ. ვიტალი კლიჩკო, დედაქალაქის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, შეუერთდნენ იმ 600 000 ადამიანს, ვინც უკვე დატოვა კიევი.

ტემპერატურა მინუს 18 გრადუსამდე დაეცა და მოსალოდნელია, რომ ეს მდგომარეობა კიდევ სულ მცირე ორი კვირა გაგრძელდება.

„სიტუაცია კრიტიკულია საბაზისო მომსახურებებთან დაკავშირებით – გათბობა, წყალი, ელექტროენერგია. ამჟამად 5 600 საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშეა,“ – განუცხადა კლიჩკომ The Times-ს. მისი თქმით, ხელისუფლება იძულებული გახდა კიევის დიდი ცენტრალიზებული გათბობისა და წყალმომარაგების სისტემა დაენგრია, რათა წყლის გაყინვა და გაფართოების დროს მილების გასკდომა თავიდან აეცილებინათ.

დედაქალაქი 9 იანვრიდან, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგიის გათიშვისა და მინიმალური გათბობის პრობლემების წინაშე დადგა, რაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთრის პერიოდის დაწყებას დაემთხვა. ამის შემდეგ, სამშაბათის გამთენიისას, კრემლის ძალებმა უკრაინაზე დაახლოებით 470 დრონით, 47 ფრთოსანი რაკეტითა და ერთი ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში. ამ თავდასხმამ გააუქმა ენერგოსისტემაზე ჩატარებული ყველა სარემონტო სამუშაო, რომელიც წინა დარტყმის შემდეგ იყო შესრულებული.

კლიჩკოს თქმით, ორივე შემთხვევაში რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა კიევში მდებარე თბოელექტროსადგურს დაარტყა. „რუსებს სურთ ჩვენს მშობლიურ ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნან, რათა ხალხი ზამთარში გაყინონ,“ – განაცხადა მან.

“ზელენსკიმ სცადა პასუხისმგებლობა კლიჩკოსთვის დაეკისრებინა ქალაქში ხანგრძლივი გათიშვების გამო და განაცხადა, რომ კიევი ნაკლებად იყო მომზადებული, ვიდრე ხარკოვი – ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 12 მილში მდებარეობს.” – წერს “The Times”

კლიჩკომ ამ ბრალდებას უპასუხა და თქვა, რომ პრეზიდენტის მხრიდან „გონივრული არ არის“ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაპირისპირების შექმნა იმ დროს, როდესაც ერთიანობა განსაკუთრებით საჭიროა. მან ეს განცხადება კიევის მერიიდან გააკეთა, სადაც თანამშრომლებს ტუალეტებით სარგებლობა აეკრძალათ, წყლის არარსებობის გამო. კლიჩკოს თქმით, ზელენსკიმ უარი თქვა მის თხოვნებზე შეხვედრის შესახებ, რათა კრიზისი განეხილათ, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის წარმოება და საჰაერო თავდაცვა ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

https://www.thetimes.com/world/russia-ukraine-war/article/no-power-18c-and-russian-attacks-kyiv-faces-catastrophe-mp2dmdbsz

მსგავსი სიახლეები

ბრიტანული გამოცემა The Independent: მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება,...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა...

უკრაინული მედია: უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის...

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ქვეყნის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა წინასასამართლო გამოძიებათა რეესტრში შეიყვანოს ცნობები საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დავით არახამიას მიერ...

მედია: სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, კარაპეტიანს ფულის გათეთრება და ქონების გაფლანგვა ედება ბრალად. საქმის მასალების...

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყო

აშშ-ში შუალედური არჩევნები დაიწყო. ინფორმაციას DW ავრცელებს. საარჩევნო უბნები ქვეყნის სხვადასხვა შტატში გაიხსნა, ამომრჩევლები კი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას, სენატის ნაწილსა და შტატების გუბერნატორებს ირჩევენ. პირველი...