ზაალ ანჯაფარიძე დარჩიაშვილის განცხადებაზე: საქართველოში არსებობს “ომის მინი-პარტია” „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა დონის მოლაპარაკე თავებით. იკითხავთ, რატომ სურთ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს და ჩვენც ჩავერთოთ?! იმიტომ, რომ იციან “ომის დიდი პარტიის” პოზიცია – უკრაინაში ომი ჯერ არ უნდა დასრულდეს

საქართველოში არსებობს “ომის მინი-პარტია” წარმოდგენილი ნაცმოძრაობის სხვადასხვა დონის მოლაპარაკე თავებით, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ომი უნდათ, მაგრამ ომის ერთი ადგილი არა აქვთ, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგის, დავით დარჩიაშვილის განცხადებას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობას“ სურს უკრაინაში ომის გაგრძელება და მასში საქართველოს ჩართვა, რამდენადაც მათთვის ცნობილია „ დიფ სთეითის“ პოზიცია უკრაინაში ომის ჯერ არ დასრულების თაობაზე, შესაბამისად მათთვის დონალდ ტრამპი, რა თქმა უნდა „ბრიყვია“.

„საქართველოში არსებობს “ომის მინი-პარტია” წარმოდგენილი ნაცმოძრაობის სხვადასხვა დონის მოლაპარაკე თავებით, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ომი უნდათ, მაგრამ ომის ერთი ადგილი არა აქვთ.
იკითხავთ ბუნებრივია, თუ რატომ სურთ საქართველოში ომი და არ სურთ მშვიდობა? რატომ უნდათ რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს და ჩვენც ჩავერთოთ?! იმიტომ, რომ იციან უფროსი ძმის – “ომის დიდი პარტიის” პოზიცია – უკრაინაში ომი ჯერ არ უნდა დასრულდეს…..

მათთვის ტრამპი რა თქმა უნდა “ბრიყვია” და შესაბამისად, ალიასკაში ტრამპ-პუტინის სამიტის სლოგანიც „მშვიდობის ძიებაში,“ იგივეა რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი. ისე, თუ საქართველოში ომი დაიწყო, იცით სად იქნება ეს “ომის პარტია?” სწორია! საქართველოდან შორს და უკვე იქიდან გვეტყვიან, რომ თბილისზე ბომბები უნდა ავიტანოთ, რომ ვიღაცეების წინაშე არ შევრცხვეთ“,- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...

ირაკლი კირცხალია – სრულიად არგუმენტგამოცლილი, შეურაცხმყოფელი, არაფერზე დაფუძნებული ანგარიშია

ძალიან რბილად არის ნათქვამი, ასე თუ ვიტყვით, რომ არ ვეთანხმებით, საუბარი გვაქვს მორიგ შეურაცხმყოფელ ანგარიშზე, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,...

ირაკლი კირცხალია – ორმაგი სტანდარტი, ეს არის დღეს ევრობიუროკრატების რეალური სახე

ორმაგი სტანდარტი - ეს არის დღეს ევრობიუროკრატების რეალური სახე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის...

ირაკლი კირცხალია – სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ...

სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე...