ზაზა დობორჯგინიძე: თურქეთი გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში… ევროკავშირის რეაქცია? პრაქტიკულად არანაირი. ყველა ჩუმადაა

თურქეთი კონკურენტული ავტორიტარიზმიდან, სადაც თეორიულად ოპოზიციას გამარჯვება შეეძლო და თვითმმართველობის არჩევნებში იგებდა კიდეც, გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში. მთავარი კონკურენტი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ჰქონდა, დააკავეს. ევროკავშირის რეაქცია? პრაქტიკულად არანაირი. ყველა ჩუმადაა, – წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

მისივე თქმით, ერდოღანმა მომენტი იდეალურად შეარჩია – ევროპას თურქეთი სჭირდება როგორც ნატოს მეორე არმია და მიგრანტთა ტალღების შემაკავებელი ბუფერი. მანვე აღნიშნა, რომ ამას ემატება უკრაინის ომი და ტრამპთან დაკავშირებული გაურკვევლობაც, რის ფონზეც დასავლეთს რეაგირებისთვის არც სურვილი აქვს და არც დრო.

„თურქეთი კონკურენტული ავტორიტარიზმიდან, სადაც თეორიულად ოპოზიციას გამარჯვება შეეძლო და თვითმმართველობის არჩევნებში იგებდა კიდეც, გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში. მთავარი კონკურენტი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ჰქონდა, დააკავეს.
ევროკავშირის რეაქცია? პრაქტიკულად არანაირი. ყველა ჩუმადაა. არც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციებს, არავინ საუბრობს დემოკრატიის უკუსვლაზე, ევროკომისიის განცხადებები მხოლოდ ფორმალური მოწოდებებით შემოიფარგლა, რომ თურქეთმა კარგი იქნება დემოკრატიული სტანდარტები დაიცვას. ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიის სერიოზული ტრადიცია ჰქონდა, მაგრამ ახლა სეკულარიზმიც ჩამოიშალა, სამოქალაქო საზოგადოებაც გაანადგურა, მედიაც კონტროლის ქვეშაა, სასამართლოც და ბოლოს, ოპოზიციის მთავარი ლიდერიც დააპატიმრეს.
ერდოღანმა მომენტი იდეალურად შეარჩია. ევროპას თურქეთი სჭირდება როგორც ნატოს მეორე არმია და მიგრანტთა ტალღების შემაკავებელი ბუფერი. ამას ემატება უკრაინის ომი და ტრამპთან დაკავშირებული გაურკვევლობაც, რის ფონზეც დასავლეთს რეაგირებისთვის არც სურვილი აქვს და არც დრო“, – წერს ზაზა დობორჯგინიძე. https://www.facebook.com/share/p/1FRSwRsM96/?mibextid=wwXIfr

მსგავსი სიახლეები

შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე...

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებას უწოდებს, რაც გიორგი...

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ...

სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ...

პრემიერი: ცალსახა ორმაგი სტანდარტია: არამარტო საფრანგეთთან, ალბანეთთან მიმართებითაც კი ევროპელი ბიუროკრატები...

ცალსახაა აქ ორმაგი სტანდარტი, მათ შორის განცხადებებშიც. არამარტო საფრანგეთთან მიმართებით, ალბანეთთან მიმართებითაც კი ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ...

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებაზე: როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და...

როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და აქ ცდილობს, კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი, განახორციელოს ზემოქმედება, ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან...