ქართველი კინომსახიობი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბუბა კიკაბიძე ენმ-ს სიის პირველი ნომერი და მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. იგი საარჩევნო ბლოკმა ენმ – „ძალა ერთობაშია”-მ 2020 წლის ოქტომბერში წარადგინა სიის სათავეში.
ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა “მიმინო“ (1977), “არ დაიდარდო” (1969), “ვერის უბნის მელოდიები” (1973) და სხვა.