7 თებერვალი, სამშაბათი, 2023
7 თებერვალი, სამშაბათი, 2023

8 ოქტომბერს ტალინში გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფილმის “სევდის ანგელოზების” ჩვენება და საღამო გაიმართება

8 ოქტომბერს ტალინში, ლეგენდარული ესტონელი კომპოზიტორის არვო პიარტის ცენტრში გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფილმის “სევდის ანგელოზების” ჩვენება და საღამო გაიმართება.

ფილმის ავტორი პროდიუსერი და სცენარისტი, თეონა ჯორბენაძეა.

დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობაც 48 წუთია, გია ყანჩელის მიერ 2013 წელს შექმნილი ამავე სახელწოდების ნაწარმოების თემატური გამოხმაურებაა.

როგორც არვო პიარტის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გია ყანჩელი დღევანდელი მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი დიდი და გამორჩეული ფიგურაა, რომელიც საკუთარი შემოქმედებით, სულიერებითა და სამყაროს აღქმით, სწორედ ესტონელი უდიდესი კომპოზიტორისა და მისი თანამოაზრეების გარემოცვას მიეკუთვნება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იმ კონტრასტებმა, მრავალფეროვნებამ, დრამატულობამ და სიმარტივემ, რომელიც თან ახლავს გია ყანჩელის შემოქმედებას, მთელი მსოფლიოს აუდიტორიამდე მიაღწია.

კომპოზიტორისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი მოიცავს გია ყანჩელის მეგობრების, რეჟისორების მონათხრობს თავად კომპოზიტორის შესახებ. ისინი ჰყვებიან ისტორიებს, რომლებიც საზოგადოებას არასდროს მოუსმენია.

„ეს არის ისტორია დღევანდელ სამყაროში ხელოვანის ბედსა და კაცობრიობის ბედზე ზრუნვაზე“, – წერია ღონისძიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ფორტუნა

ავტორი:

ბოლო სიახლეები