29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ხათუნა ხოფერია „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მე მინდა გავიგო, ვის აფინანსებს რუსეთი

რუსეთის ფულებით დაფინანსებას აბრალებს ერთმანეთს ხელისუფლება- ოპოზიცია, აგერ უკვე, 30 წელია… ვისაც არ ეზარება, სულ რუსეთის აგენტებს ეძახიან ერთმანეთს. მაშინ, რატომ არ უნდათ, რომ გავიგოთ ვის აძლევს და რამდენს აძლევს რუსეთი? – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კანონიერი უფლება, იცოდეს რუსეთის მიერ საქართველოში არსებული დაფინანსების წყაროები. ხოფერიას შეფასებით, ის, ვინც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, სწორედ რუსეთისგან ფინანსდება.

„მე მინდა გავიგო, ვის აფინანსებს რ უ ს ე თ ი !

რუსეთითქვააა… რუსეთიიი!!!…

რატომ გადაიპარსეს თავი ვერ ვხვდები?!…

იმიტომ ხომ არა, რომ რუსეთისგანაც ფინანსდებიან ეს მოძალადეები, ტერორისტები, სულგაყიდულები, საქართველოს მტრები, ომის მოსურნეები?!

ამერიკა ვის აფინანსებს ზეპირად ვიცით! ევროპა რომ არავის არ აფინანსებს, ყველაფერზე რომ თავად შოულობს ფულს და ჩაფლულია კორუფციაში, ეგეც ვიცით!

ჰო და, დარჩა რუსეთი!

ეს დედააფეთქებული, რუსეთის ფულებით დაფინანსებას აბრალებს ერთმანეთს ხელისუფლება- ოპოზიცია, აგერ უკვე, 30 წელია… ვისაც არ ეზარება, სულ რუსეთის აგენტებს ეძახიან ერთმანეთს.
მაშინ, რატომ არ უნდათ, რომ გავიგოთ ვის აძლევს და რამდენს აძლევს რუსეთი?…

გეუბნებით რააა… რუსეთის აგენტები არიან ყველანი! განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მხარს არ დაუჭერს კანონპროექტს! ისინი, ვინც არ მოგვცემს კანონიერ უფლებას, ვიცოდეთ რუსეთის აგენტურის დაფინანსების წყაროები!

ასეა ეს და არ დამიწყოთ ახლა, კელი, ბოტეგა, კუილიუსი , შმუილიუსი და ათასი რჯულის ფულზე სულგაყიდულის მაგალითად მოყვანა! იმდენი ევროპარლამენტარი დაიჭირეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის, რომ ამ ჯეელებსაც ვერ გამოვრიცხავ!
მოკლედ, მუშაობს ВВП! КГБ! ГРУ!

აბა, სხვა რა ვიფიქრო?!…“ – წერს ხათუნა ხოფერია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები