29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და ტურნირი ჩატარებულ 9 მატჩში 2 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაასრულა. „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე, „მილანთან“ დაპირისპირებაში გამოეთიშა, თუმცა უეფამ აღნიშნული ტიტული სწორედ ქართველ ფეხბურთელს მიანიჭა.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს „დინამო ბათუმიდან“ შეუერთდა და გუნდს დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა, თავად კი სადებიუტო სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები