25 მარტი, შაბათი, 2023
25 მარტი, შაბათი, 2023

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ”112”-ის თანამშრომლები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზმა საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომლებს 112-ის დღე პირადად
მიულოცა. მინისტრის მოადგილეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ
„112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.
112-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ცენტრის
4 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და
კეთილსინდისიერი სამსახურისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის
სიგელით დააჯილდოვა.
„112“-ის დღე 2009 წელიდან აღინიშნება. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და
ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. ეს დღე, მსოფლიოს
80-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები