25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, პოლონელი ექიმები ყველაფერს ადგილზე გაეცნობიან და მიხეილ სააკაშვილს შესაბამის კვლევებს ჩაუტარებენ.

„ხელისუფლებას არ ესმის დამოუკიდებელი საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის და მაშინ ევროპა თვითონ აგზავნის ექსპერტებს. ბრძოლაა ხომ ხედავთ და რა შედეგს გამოიტანს პოლონელი ექიმების ჩამოსვლა, ვნახოთ”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...