2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

შალვა პაპუაშვილი – თბილი შეხვედრა გვქონდა მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უპირობო მხარდაჭერა გვაქვს

თბილი შეხვედრა გვქონდა მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან. აბსოლუტური და უპირობო მხარდაჭერა გვაქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მალტელ კოლეგასთან სხვადასხვა საკითხის ირგვლივ შინაარსობრივი საუბარი ჰქონდა.

„ძალიან შინაარსობრივი საუბარი გვქონდა, მათ შორის მალტის გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ვფიქრობ, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. მიხარია, რომ ბევრი საერთო საკითხი გამოვნახეთ და მათი მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა გვაქვს არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლის კუთხით, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების თვალსაზრისით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები