6 თებერვალი, ორშაბათი, 2023
6 თებერვალი, ორშაბათი, 2023

შალვა პაპუაშვილი: ერთი კარგი რამ მოიტანა ამ კამპანიამ, რომ აღარავინ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ყველა თანხმდება, რომ მას ჩადენილი აქვს დანაშაულები

თუკი ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ნებისმიერი სახელმწიფოს მინიმალური სტანდარტია, რომ დანაშაულისთვის დგება პასუხისმგებლობა, ეს სასჯელი მან უნდა მოიხადოს და ამასაც ყველა ინსტიტუტისგან სჭირდება პატივისცემა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ორ საკიკთხზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვს და სასჯელის მოხდას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთი, რომ დამნაშავემ გააცნობიეროს დანაშაული და მეორე, რომ გარკვეულწილად სამართლიანობის შეგრძნება მიეცეს საზოგადოებასა და მსხვერპლებს.

„ჩვენ დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის პირდაპირი ზეწოლის მცდელობა სასამართლოსა და პრეზიდენტზე. ჩვენ ვიცით, ხელშეკრულებებიც ნანახი გვაქვს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იანვრის ბოლომდეა გაწერილი, რომ სანამ ეს ვადა არ ამოიწურება, როგორც ჩანს, ამ კამპანიის მომსწრე ვიქნებით. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ ვირტუალური რეალობის შექმნის მომსწრეები ვართ, როდესაც ცდილობენ ამ ტალღით მოახდინონ ზეწოლა სასამართლოზე იმისთვის, რომ იქნებ იქ მიაღწიონ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და შემდეგ მოახდინონ ზეწოლა პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით. პირდაპირ ვხედავთ ამ მოწოდებებს, რომელსაც პარალელურად მოსდევს ზეწოლა, იქნება ეს აქციები პრეზიდენტის რეზიდენციასთან თუ საერთაშორისო მიმართვები.

მგონი ერთი კარგი რამ მოიტანა ამ კამპანიამ, რომ აღარავინ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ყველა თანხმდება, რომ მას ჩადენილი აქვს დანაშაულები და ორი დანაშაულისთვის მას უკვე მისჯილი აქვს სასამართლოს მიერ სასჯელი და იხდის მას. ამასობაში, მოიხადა უკვე სასჯელის 1 წელი. ის იხდის სასჯელს ორ საკითხზე და სამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. თუკი ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი ნებისმიერი სახელმწიფოს მინიმალური სტანდარტია, რომ დანაშაულისთვის დგება პასუხისმგებლობა და ეს სასჯელი მან უნდა მოიხადოს და ამასაც ყველა ინსტიტუტისგან სჭირდება პატივისცემა. სასჯელის მოხდის მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის ის, რომ ადამიანმა გააცნობიეროს დანაშაული და მეორე, რომ გარკვეულწილად სამართლიანობის შეგრძნება მიეცეს საზოგადოებასა და მსხვერპლებს. სააკაშვილის სისტემას ჰყავს ათასობითა და ათიათასობით მსხვერპლი და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონიერი სასჯელი დამნაშავემ მოიხადოს,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები