29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის რეზოლუციაზე: მარტივი პროპაგანდისტული ხაზია, რომელიც ყალბ დილემებს ქმნის – სააკაშვილის სიკვდილი თუ ევროკავშირის წევრობა

„გადაწყვეტილების მიღების პროცესს აქვს თავისი სპეციფიკა ევროპარლამენტში, როდესაც არის პარლამენტარების ჯგუფი, ვინც პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, ამა თუ იმ ქვეყანაზე, შემდეგ დეპუტატების ნაწილი ამას მიჰყვება, თუმცა ამ შემთხვევაში კიდევ არის ერთი მომენტი, რომ არის აღებული ძალიან მარტივი პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც ყალბ დილემებს ქმნის და ეს ყალბი დილემა, ჩვენ ვხედავთ, არის ასე, რომ სააკაშვილის სიკვდილი თუ ევროკავშირის წევრობა.“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” ევროკავშირში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც ასეთი ცრუ დილემის წინაშე აყენებენ ამა თუ იმ პარლამენტის წევრს რა თქმა უნდა ეს ვიღაცაზე ემოციურად მოქმედებს და მას ურჩევნია მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, ვიდრე შემდეგ რაიმე ასეთი ბრალი არ ჰქონდეს. პაპუაშვილი ევროკავშირში მიღებულ რეზოლუციას აფასებს და მისი თქმით, ეს არის ყველაზე არადემოკრატიული და არაევროპული ქცევა, რომელსაც სამწუხაროდ ვხედავთ.

„როდესაც ასეთი ცრუ დილემის წინაშე აყენებენ ამა თუ იმ პარლამენტის წევრს რა თქმა უნდა ეს ვიღაცაზე ემოციურად მოქმედებს და მას ურჩევნია მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, ვიდრე რაიმე ასეთი ბრალი შემდეგ არ ჰქონდეს. ერთ წელზე მეტია სააკაშვილი სასჯელს იხდის და ყოველდღე არის სიკვდილის ქრონიკა, როდესაც გვეუბნებიან რომ წამი წამზე, წუთი წუთზე, დღეს თუ არა ხვალ მოკვდება და გავიდა უკვე წელიწად ნახევარი. ჩვენ მეტი არგუმენტი რა უნდა ვთქვათ, გარდა იმისა, რომელსაც თავად დრო აძლევს ამ ადამიანებს და კიდევ ერთხელ ეს არის ცრუ დილემის შექმნა იმისთვის, რომ მოხდეს პირდაპირი შანტაჟი, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ცრუ დილემა, თითქოს არჩევანი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ევროკავშირში საქართველოს წევრობას შორის. ეს არის ყველაზე არადემოკრატიული და არაევროპული ქცევა, რომელსაც სამწუხაროდ ვხედავთ და ამის განსახიერება თავად ამ რეზოლუციაშიც იყო სხვა ასევე მცდარი ინფორმაციები, რომელიც შიგნით არის მოხსენიებული.“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები