28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

შალვა პაპუაშვილი – გასაკვირია, ზოგიერთი არასამთავრობოს შეფასება პრეზიდენტის როლის დაკნინებაზე. ეს ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებდნენ პრეზიდენტის კომისიას, რომელსაც ცესკო უნდა შეერჩია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გასაკვირია. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება, თითქოს პრეზიდენტის როლის დაკნინება ხდება მმართველი პარტია მხრიდან ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა „სამართლიანი არჩევნები” „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და საია – ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც ბოიკოტს უცხადებდნენ პრეზიდენტის კომისიას, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უნდა შეერჩია“.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ეს წარუმატებელი ექსპერიმენტი, რაც საარჩევნო სისტემაში არსებობდა, დროულად შეიცვალოს საუკეთესო გამოცდილებით.

,,ეს ორგანიზაციები არ აღიარებდნენ პრეზიდენტს, მის ამ უფლებამოსილებას და მის მიერ შექმნილ კომისიას. დღეს ფარისევლურად საუბრობენ, თითქოს ისინი წუხან, რომ რაღაც უფლებამოსილება შეიძლება შემცირდეს. სინამდვილეში, საქმე გვაქვს მარტივ რამესთან – საქართველოში იმ წესით, რომელიც არსებობს, ექსპერიმენტი ჩატარდა. სხვათა შორის, როცა საუბარი იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე, ჩვენ პირველ ვერსიას არ ვეთანხმებოდით სწორედ იმის გამო, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო კვალიფიციური უმრავლესობების იქ შემოტანა, სადაც მათი ადგილი არ არის. ჩვენ ამაზე თავიდანვე ვსაუბრობდით. ვნახეთ, რომ არ გაამართლა ექსპერიმენტმა, რომელიც განსხვავდება ევროპული საუკეთესო გამოცდილებისგან. ითქვა, თითქოს ქართულ საზოგადოებას და ქართველებს სპეცკანონები სჭირდებათ, რომ, რაღაცნაირად, ჩვენ სხვანაირად მოწყობილი ხალხი ვართ, არ ვიცი, რა წარმოდგენა არის. მარტივი მიზეზის გამო, ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. სწორი მოდელი და სწორი პროცედურა რომ იყოს, ეს საქართველომდე დიდი ხნით ადრე ევროპის წამყვან დემოკრატიებს ექნებოდათ. ვინაიდან არ აქვთ, იმიტომ არ აქვთ, რომ ეს არის ისეთი პროცედურა, რაც, ნაცვლად იმისა, რომ კონსენსუსს უზრუნველყოფდეს, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ უზრუნველყოფს პროცესის ჩიხში შეყვანას. ამიტომ, თავისთავად მნიშვნელოვანია, ეს წარუმატებელი ექსპერიმენტი, რაც ჩვენს სისტემაში იყო, დროულად შევცვალოთ საუკეთესო გამოცდილებით, რაც არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები