21 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023
21 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2023

ქუთაისის მერი ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებს შეხვდა

უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული 93 ოჯახი ცხოვრობს ქუთაისში. ქალაქის მერმა რამდენიმე მათგანი მერიაში მიიღო და საახალწოდ სურსათის ვაუჩერები, ბავშვებს კი სათამაშოები გადასცა. სურსათის ვაუჩერებს ქუთაისში მცხოვრები უკრაინელების ყველა ოჯახი მიიღებს.
ოჯახები ასევე მიიწვიეს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე, სადაც ბავშვები ტკბილეულით დასაჩუქრდებიან.
„ჩვენ ყოველთვის ვართ თქვენს გვერდით. გვინდა, ვიდრე ჩვენს ქალაქში იცხოვრებთ , თავი იგრძნოთ შინ. შევეცადეთ, გაგილამაზოთ ახალი წლის სადღესასწაულო დღეები.
გილოცავთ ახალ წელს, მშვიდობას და სამშობლოში მალე დაბრუნებას გისურვებთ!“- მიმართა უკრაინელ სტუმრებს იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები