რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, შესაბამისი განკარულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.
პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება.
ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.