7 თებერვალი, სამშაბათი, 2023
7 თებერვალი, სამშაბათი, 2023

სოზარ სუბარი – სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩმა საქმე აღძრა იუშჩენკოს წინააღმდეგ, საქართველოს „ბუკები“ რატომ მიჰყიდეო, შემდეგ იანუკოვიჩი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, რა დამსახურებისთვის?

„ძალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

სუბარის თქმით, საინტერესოა, რა დამსახურებისთვის დააჯილდოვა სააკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

„სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩმა საქმე აღძრა იუშჩენკოს წინააღმდეგ, საქართველოს „ბუკები“ რატომ მიჰყიდეო. ამის შემდეგ კი სააკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. რა დამსახურებისთვის, ნეტავ?“ – წერს სუბარი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების მიცემაზე უარის თქმა, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით, ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები