30 იანვარი, ორშაბათი, 2023
30 იანვარი, ორშაბათი, 2023

სენაკში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახლებისა და ეზოების დასუფთავებაში მოხალისეები ჩაერთვნენ

სენაკში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეზოებისა და სახლების დასუფთავებისა და წყალმოვარდნის შედეგად მოტანილი შლამისგან გაწმენდის სამუშაოებში მოხალისეები სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან ერთვებიან.

დასუფთავების აქციაში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთნენ.

სენაკში პარალელურად მუნიციპალური სამსახურების მიერ სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ  ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად სენაკში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც. სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლებიც – დაზიანდა ხიდები, შიდა გზები დაიტბორა სავარგულები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები