5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023
5 დეკემბერი, სამშაბათი, 2023

„სახელმწიფო დამნაშავის დაცვის აქციაში მონაწილეობა, ადამიანური და კარიერული დაცემის აპოთეოზი!“ – გოგა ხაინდრავა ფრენსის ფუკუიამას განცხადებას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ფრენსის ფუკუიამას განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ფრენსის ფუკუიამას 1992 წ. ბესტსელერი – “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი”. თბილისურ ვოიაჟში აღსრულებული
წინასწარმეტყველება. ნაძარცვი ფულით ორგანიზებული, სახელმწიფო დამნაშავის დაცვის აქციაში მონაწილეობა, ადამიანური და კარიერული დაცემის აპოთეოზი!“, – წერს ხაინდრავა.

ფრენსის ფუკუიამამ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა: “ვფიქრობ, რომ რაც ძალუძთ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში არ მიიღონ. ვფიქრობ, ამიტომ ეკიდებიან ასე აგდებით მიშა სააკაშვილის საკითხს – თუ ის მათ ტყვეობაში მოკვდება, ეს ევროპელების რისხვას გამოიწვევს, ეს იქნება ბარიერი ევროპისკენ გზაზე“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები