6 თებერვალი, ორშაბათი, 2023
6 თებერვალი, ორშაბათი, 2023

საქართველოს მელიორაციამ ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა. აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია

პროექტის ფარგლებში,  28.4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური არხის და  წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია ჩატარდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და წყალმზომები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქ.ქარელის, ქარელისა და გორის  მუნიციპალიტეტების 9 სოფლის (ახალსოფელი, სამწევრისი, ქარელი, ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, ბეთლემი, რიეთი) 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

პროექტის ღირებულება   4  მლნ  ლარამდეა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური  დირექტორი თენგიზ ნასარიძე საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს     შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები