1 ივნისი, ხუთშაბათი, 2023
1 ივნისი, ხუთშაბათი, 2023

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ სადავო საპენსიო რეფორმა დაამტკიცა

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ სადავო საპენსიო რეფორმა დაამტკიცა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ემანუელ მაკრონი ორ დღეში ოფიციალურად გამოაცხადებს და ხელს მოაწერს საპენსიო რეფორმის კანონს.

17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო.

აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რეფორმაა.

სადავო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდეა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები