29 მაისი, ორშაბათი, 2023
29 მაისი, ორშაბათი, 2023

სასტუმრო „ახაშენის“ ადმინისტრაცია: ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია

სასტუმრო „ახაშენის“ ადმინისტრაციის განცხადებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ახაშენში“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.

„ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას. ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია.

სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას“ ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები