26 თებერვალი, ორშაბათი, 2024
26 თებერვალი, ორშაბათი, 2024

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს.

აქციის მონაწილეები “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს”, “რუსული ოცნება”, “რუსებო”, “მონებო”.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომის პარალელურად აქცია იმართება საკანონმდებლო ორგანოსთან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები