1 ოქტომბერი, კვირა, 2023
1 ოქტომბერი, კვირა, 2023

როგორ შევარჩიოთ ჭურჭლის მანქანა და ღუმელი?

 

ჭურჭლის მანქანა და ღუმელი ორი აუცილებელი სამზარეულოს ტექნიკაა, რომელთაც შეუძლიათ თქვენი ცხოვრება უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახადონ. ისინი, ერთი მხრივ, ზოგავენ თქვენს დროს. მაგალითად, ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენის შემთხვევაში, აღარ გიწევთ დღეში რამდენიმე საათის დახარჯვა და ყოველი ჭამის შემდეგ რეცხვა. განსაკუთრებით კომფორტულია, თუ დიდი ოჯახი გყავთ ან ხშირად უმასპინძლდებით სტუმრებს. მეორე მხრივ, ღუმელი ბევრ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან. ხომ არსებობს დღეები, როდესაც საჭმლის გაკეთება ძალიან გვეზარება, მაგრამ ოჯახში ყველას შია და სხვა გზა არ გვაქვს. ამ დროს, შეგვიძლია სასურველი პროდუქცია ღუმელში შევდოთ და მას ვანდოთ ჩვენი სადილისა თუ ვახშმის დამზადება. საბედნიეროდ, დღესდღეობით ბაზარზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის ჭურჭლის მანქანა და ღუმელი, თითოეულს აქვს თავისი უნიკალური მახასიათებლები და ფუნქციები.

ჭურჭლის სარეცხი მანქანები:

ჩაშენებული ჭურჭლის სარეცხი მანქანები – ეს არის ყველაზე გავრცელებული ტიპის ჭურჭლის მანქანა და დამონტაჟებულია თქვენი სამზარეულოს დახლის ქვეშ.

პორტატული ჭურჭლის სარეცხი მანქანები – მათი გადაადგილება შესაძლებელია თქვენს სამზარეულოში საჭიროებისამებრ. ისინი იდეალურია პატარა სამზარეულოსთვის ან ბინებისთვის, სადაც სივრცე შეზღუდულია.

დახლის ჭურჭლის სარეცხი მანქანები – შეგიძლიათ მოათავსოთ მაგიდაზე ან სათავსოში შეინახოთ. იდეალურია პატარა ოჯახებისთვის, სადაც დიდი მოცულობის კერძების დამზადების საჭიროება არ არის.

ღუმელები:

გაზის ღუმელები – როგორც თავად სიტყვა გვეუბნება, ამ ტიპის ღუმელი გაზზე მუშაობს. ძირითადად იყენებენ რესტორნებში.

ელექტრო ღუმელები – არის ყველაზე გავრცელებული ტიპის ღუმელი, რომელიც გვხვდება სახლებში. სხვადასხვა სტილის და ზომისაა, ასევე ადვილად გამოსაყენებელი და მოსავლელია.

კონვექციური ღუმელები – ამ ღუმელებს აქვთ ვენტილატორი, რომელიც ცირკულირებს ცხელ ჰაერს, რაც უზრუნველყოფს თქვენი კერძის თანაბარ ტემპერატურაზე მომზადებას. იდეალურია რამდენიმე კერძის ერთდროულად მოსამზადებლად და შეუძლია დააჩქაროს მომზადების დრო.

ორთქლის ღუმელები – ეს ღუმელები იყენებენ ორთქლს თქვენი საკვების მოსამზადებლად, რაც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების და გემოს შენარჩუნებას. იდეალურია ბოსტნეულის, თევზის და ხორცის მოსამზადებლად.

სად შეგვიძლია შევიძინოთ საუკეთესო ხარისხის ჭურჭლის მანქანა და ღუმელი?

საქართველოში არსებობს ონლაინ მაღაზია elk.ge, რომელიც პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს. დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადით ვებ-გვერდზე და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ჭურჭლის მანქანა ან ღუმელი: https://elk.ge/

(R)

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე – სალომე...