6 თებერვალი, ორშაბათი, 2023
6 თებერვალი, ორშაბათი, 2023

როგორ შევარჩიოთ მაცივარი და სარეცხის მანქანა?

საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დღეს მსგავსი ტიპის მოწყობილობების ქონა იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ თითქოს კაცობრიობას მათ გარეშე არასდროს უცხოვრია. თუმცა, თუ ზედაპირულად მაინც დავფიქრდებით, მაშინვე გავიაზრებთ, რომ წლების წინ ადამიანებისთვის უცხო იყო ისეთი დანადგარები, როგორებიცაა მაცივარი, სარეცხისმანქანა, ტელევიზორი და ა.შ.

წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა თქვენს საყვარელ ნამცხვარს, ერთი დღით მაინც რომ გეცხოვრათ მაცივრის გარეშე, ან რამდენ დროსა თუ ენერგიას წაიღებდა რეცხვა, თუ სარეცხის მანქანა არ იარსებებდა.

სწორედ ამიტომ, მწარმოებელი კომპანიები ქმნიან უფრო და უფრო მაღალი ხარისხის, გაუმჯობესებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რათა მეტად გაამარტივონ ჩვენი ცხოვრება და შედეგად, დარჩნენ ბაზარზე კონკურენტუნარიანები.

თუ გადაწყვეტილი გაქვთ ტექნიკის შეძენა, ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, მაცივრის ან სარეცხის მანქანის შეძენისას.

როგორ შევარჩიოთ მაცივარი?

  • როდესაც მაცივრის შერჩევაზე მიდგება საქმე, არსებობს გარკვეული მახასიათებლები, რომლის უგულებელყოფაც დიდი შეცდომა იქნებოდა, ესენია:
  • ზომა – რათა ის იდეალურად მოერგოს სამზარეულოს სივრცეს
  • სტილი და კონფიგურაცია – მოსახერხებელი განთავსებისთვის
  • ტევადობა – დიდი რაოდენობით პროდუქტების შესანახად
  • ენერგო ეფექტურობა – რათა დაზოგოთ ელექტროენერგია
  • სპეციალიზირებული ყინულის დისპენსერი – იზოლირებული გაყინვისთვის
  • ტემპერატურის კონტროლის მექანიზმი
  • უჯრების რაოდენობა და განლაგება

როგორ შევარჩიოთ სარეცხის მანქანა?

სარეცხის მანქანის შეძენისას ისეთივე აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ მის გარკვეულ მახასიათებლებს, როგორც მაცივრის ან ნებისმიერი სხვა ტიპის საყოფაცხოვრებო მოწყობილობის შეძენისას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია:

  • კაბინის მოცულობა
  • სარეცხი მანქანის ზომა
  • სარეცხი პროგრამები
  • “ჭკვიანი“ ფუნქციები
  • სწრაფი რეცხვის რეჟიმი
  • ელექტრო ეფექტურობა
  • რა ნივთიერებებითაა დამზადებული კაბინა და სხვ.

აქვე გეტყვით, რომ თუ აპირებთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას, ისინი შეგიძლიათ შეარჩიოთ ვებ-გვერდზე elk.ge.

elk.ge-ის აქვს ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი, რომლებიც მოწოდებულია სხვადასხვა მწარმოებლის მიერ, მათ შორის:

  • მაცივრები
  • სარეცხის მანქანები
  • ციფრული ტექნიკა და აქსესუარები
  • კლიმატური ტექნიკა
  • მობილურები და გაჯეტები
  • თავის მოვლის პროდუქტები და სხვ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ საიტს: elk.ge ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: 0322 518 815

 “R”

ავტორი:

ბოლო სიახლეები