30 იანვარი, ორშაბათი, 2023
30 იანვარი, ორშაბათი, 2023

როგორ იქცა ხულიან ალვარესი არგენტინის ნაკრების ვარსკვლავად

კვირას, 18 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ლიონელ მესის მუნდიალის ნანატრ ტიტულამდე სულ ცოტა აშორებს, “ალბისელესტემ” ტურნირი მძიმედ დაიწყო, ალბათ, ყველას გახსოვთ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საუდის არაბეთთან განცდილი (1:2) მარცხი.

თუმცა ლიონელ სკალონის გუნდმა ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა, რაშიც “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ფორვარდის ხულიან ალვარესის დამსახურება ძალიან დიდია.

არგენტინელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ ალვარესს გასაოცარი ფეხბურთელი უწოდა, მას შემდეგ, რაც 22 წლის ფეხბურთელმა მუნდიალის ნახევარფინალში ხორვატიის წინააღდეგ დუბლი შეასრულა. ხულიანმა

მისთვის სადებიუტო ტურნირზე 4 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირებს მბაპესა და მესის მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება.

“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ალვარესი ჩვენი გუნდისთვის ამდენის გაკეთებას შეძლებდა, ყველა მატჩში, სადაც მონაწილეობა მიიღო, უდიდესი დახმარება გაგვიწია, არასდროს ჩერდება, მუდამ იბრძვის, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა” – ახალგაზრდა თანაგუნდელის შესახებ კვლავ “ლა პულგა” საუბრობს.

35 წლის სუპერვარსკვლავი მუნდიალზე ბრწყინვალედ გამოიყურება, 10-იანმა დაადასტურა, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის უკანასკნელია, “პატარა ჯადოქარმა” კატარში 5 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება შეძლო.

ხულიან ალვარესი “მანჩესტერ სიტიმ” 2022 წლის იანვარში “რივერ პლეიტიდან” 17.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ფეხბურთელმა ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოწერა, მაგრამ ივლისამდე იჯარის წესით კვლავ მშობლიურ კლუბში დარჩა.

ამ სეზონში პრემიერ ლიგის 12 შეხვედრაში (ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან) 3 გოლი გაიტანა..

“მისი ასეთ დონეზე თამაში უდიდესი შრომის შედეგია, თითქოს მესის გამო მზადაა შეუჩერებლად ირბინოს, 22 წლის ასაკში ამის გაკეთებას დიდი გული სჭირდება, ტურნირის დასაწყისში სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა, თუმცა 1 შანსი მიიღო და გამოიყენა” – განაცხადა “სიტისა” და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ.

ალვარესი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა, მსგავსი შედეგი 2010 წლის მუნდიალზე გონსალო იგუაინმა დააფიქსირა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ავტორი:

ბოლო სიახლეები