29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვაწარმოოთ ბუღალტერია ბუღალტრების გარეშე?

ბუღალტერია იმ სერვისებს შორისაა, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ბუღალტრული აღრიცხვა გულისხმობს ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზსა და დამუშავებას. ამ პროცესების ჩატარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება.

მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გამოცდილი პრაქტიკაა ბუღალტრების ან აუთსორს სერვისის დაქირავება. დღეს აუთსორსად ორგანიზაციებს ემსახურება არა ერთი ბუღალტრული კომპანია, ამგვარად დამქირავებლები ზოგავენ დროსა და ენერგიას, ამასთან აზღვევენ რისკებს, რადგან მათი ფინანსების მართვა პროფესიონალების ხელში გადადის.

3 მიზეზი – რატომ აუთსორსი?

  • აუთსორს მომსახურებისას, თქვენ გაქვთ წვდომა სფეროს სხვადასხვა პროფილის ექსპერტზე, მინიმალურ ფიქსირებულ ფასად.
  • ბუღალტრის დაქირავებას პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება, რაც დამატებითი რესურსის ჩადებას გულისხმობს. აუთსორს კომპანიის დაქირავებით, აღარ გიწევთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ფიქრი.
  • ბუღალტრის დაქირავების შემთხვევაში, საგადასახადო შეცდომების რისკი რჩება კომპანიის მხარეს. აუთსორს კომპანიის დაქირავებით კი მაქსიმალურად დაზღვეულია რისკები და ხდება მათი პრევენცია.

რაში გვეხმარება აუთსორს ბუღალტრული კომპანია?

  • ამზადებს კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებას
  • გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას ფინანსური მდგომარეობის შესახებ
  • ყოველთვიურად გვიგზავნის ახსნა-განმარტებით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს
  • გვაქვს წვდომა შესადარის ინფორმაციაზე, რომელიც განსაზღვრულია სტანდარტით
  • ამზადებს ფულადი ნაკადების ანგარიშგებას

როგორც აღვნიშნეთ, დღევანდელ რეალობაში ბევრ კომპანიას აქტიურად გააქვს ბუღალტერია აუთსორსად დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვის მიზნით. თუმცა, არა ერთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს ჯერ კიდევ არ აქვს მსგავსი მომსახურების არსებობის შესახებ ინფორმაცია.

თუ თქვენც მათ რიცხვში შედიხართ, ან უკვე იცნობთ აღნიშნულ სერვისს, თუმცა, ჯერ არ იყენებთ, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ:

არა ერთ ბუღალტრულ კომპანიას შორის, რომლებიც ბიზნესებს სრულფასოვან მომსახურებას სთავაზობენ და დაკომპლექტებული არიან პროფესიონალთა გუნდით, საქართველოში მოწინავეა კომპანია – AccountAnts.

AccountAnts-ს დაქირავების უპირატესობებია:

  • ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის სამ დონიანი კონტროლი
  • აღრიცხვისა და კომუნიკაციის უახლესი სისტემები
  • ბუღალტერიის ვირტუალური კაბინეტი და რეპორტინგის ქლაუდ სისტემა
  • ახალგაზრდა, გამოცდილი და ენერგიული გუნდი

თუ თვლით, რომ აღნიშნული სერვისი, თანაც ბიუჯეტურ ფასში, თქვენთვის საინტერესოა, კონცენტრირდით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე, ფინანსების მართვა კი პროფესიონალებს მიანდეთ – AccountAnts-ში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე: +995 32 212 22 12

(R)

ავტორი:

ბოლო სიახლეები