2 დეკემბერი, შაბათი, 2023
2 დეკემბერი, შაბათი, 2023

როგორ ვაწარმოოთ აუთსორს ბუღალტერია ჩვენი ბიზნესისთვის?

ბუღალტრული მომსახურება ყველა მცირე თუ დიდი ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ბუღალტრული სერვისი გულისხმობს ფინანსური ინფორმაციის დამუშავებას, რომელიც უნდა მოხდეს მისი შეგროვებისა და ანალიზის შედეგად. ეფექტიანი აღრიცხვისათვის გარეშე, შეუძლებელია მოხდეს კანონთან შესაბამისი პროცესების გატარება და ასევე, ვერ მოხდება სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება, კომპანიის წარმომადგენლების მიერ.

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში მწარმოებელი კომპანიები ქირაობენ ბუღალტრებს როგორც თანამშრომლებად, ისე აუთსორსად, რათა მიიღონ გამართული ბუღალტრული მომსახურება. სტატიაში აქცენტს გავაკეთებთ აუთსორს კომპანიებისა და მათი დაქირავების უპირატესობებზე.

პირველ რიგში, უნდა აღინიშოს, რომ აუთსორს კომპანიების დაქირავებით ბიზნესები დიდ დროსა და ენერგიას ზოგავენ, ასევე, აზღვევენ რისკებს, რადგან მათი ფინანსების მართვა პროფესიონალების ხელში გადადის.

ბუღალტრული სერვისი აუთსორსად – უპირატესობები:

  • საგადასახადო შეცდომების რისკის შემცირება: ფინანსური რისკები შემსრულებელი კომპანიის მხარეს გადადის, შესაბამისად ხდება მათი პრევენცია პროფესიონალი გუნდის მიერ.
  • წვდომა სფეროს სხვადასხვა პროფილის ექსპერტზე, ფიქსირებულ ფასად.
  • პროგრამული უზრუნველყოფა: ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ ბუღალტრული სერვისი აუთსორსზე, აღარ უწევთ დამატებითი ფინანსების გამოყოფა პროგრამული უზრუნველყოფისათვის.

ბუღალტრული სერვისი მოიცავს:

  • ფულადი ნაკადების ანგარიშგებას
  • წვდომას შესადარის ინფორმაციაზე, რომელიც განსაზღვრულია სტანდარტით
  • დეტალური ინფორმაციის მოწოდებას ფინანსური მდგომარეობის შესახებ
  • კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებას
  • ყოველთვიური ახსნა-განმარტებითი შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, აუთსორს ბუღალტერია ადამიანური რესურსისა და დროისა დაზოგვასაც ემსახურება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ მენეჯერს კვლავ არ აქვს ინფორმაცია მსგავსი მომსახურების არსებობის შესახებ.

თუ თქვენც მათ რიცხვში ხართ ან უკვე იცნობთ აუთსორს სერვისებს, გეტყვით, ამ მიმართულებით, საქართველოში მოწინავე კომპანია AccountAnts-ის შესახებ, რომელიც სრულფასოვან მომსახურებას გთავაზობთ და პროფესიონალების გუნდითაა დაკომპლექტებული.

AccountAnts-ს ბუღალტრული მომსახურება – უპირატესობები:

  • აღრიცხვის სამ დონიანი კონტროლი
  • ახალგაზრდა ენერგიული და გამოცდილი გუნდი
  • კომუნიკაციის და აღრიცხვის უახლესი სისტემები
  • რეპორტინგის ქლაუდ სისტემა და ბუღალტერიის ვირტუალური კაბინეტი

თუ ფიქრობთ, რომ აუთსორს ბუღალტრული სერვისი თქვენთვის საინტერესოა, მიანდეთ თქვენი კომპანიის ფინანსების მართვა AccountAnts-ის პროფესიონალ გუნდს, თქვენ კი კონცენტრირდით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ენთების ცხელ ხაზზე: +995 32 212 22 12

(R)

ავტორი:

ბოლო სიახლეები