2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

რატი იონათამიშვილი: „ნაცების“ დღევანდელი ნარატივი – ვინც კითხვას დასვამს, რატომ დაუჭირეს ქართველი ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის რუსეთუმე და პუტინისტია. არ გაუვათ

ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა – „ნაცები“ უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ჰყავს – „ნაცმოძრაობა“ და ქალბატონი პრეზიდენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი Facebook-ზე წერს.

„რამდენიმე უმარტივესი სიმართლე:

1. ომი ვინ დაიწყო, ეს არც სტრასბურგის და არც ჰააგის განხილვის საგანი არ ყოფილა – „ნაცები “უბრალოდ იტყუებიან და ამ მზაკვრულ კითხვას ორი ადრესატი ჰყავს – ნაცმოძრაობა და ქალბატონი პრეზიდენტი.

2. სტრასბურგის განხილვის თემა უფლებების დარღვევებს შეეხებოდა – ეს დავა მოვიგეთ.

3. ჰააგის განხილვის თემა ომის დანაშაულს შეეხებოდა – ეს დავაც მოვიგეთ.

4. ნაცებმა მთავარი მტკიცებულება, რუსული „ისკანდერის“ ნაწილი დამალეს, გამოძიებას არ წარუდგინეს. ის 2013 წლის შემდეგ ჩვენ მიერ იქნა მოპოვებული და წარდგენილი.

5. ნაცებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც რუსებს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზეც ხელი მოუწერეს.

6. ამ ყველაფრის ფონზე, ნაცებს კიდევ ჰყოფნით თავხედობა, ჰქონდეთ თემის შეტრიალების მცდელობა.

7. მთავარი კითხვა: რატომ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას იმ მოცემულობით და რა შეიძლება დაერქვას მათ ამ ქმედებას ღალატის გარდა?!

8. ნაცების დღევანდელი ნარატივი: ვინც კითხვას დასვამს, რატომ დაუჭირეს ქართველი ჯარისკაცების ომის დანაშაულში დადანაშაულებას მხარი, ის რუსეთუმე და პუტინისტია. არ გაუვათ!!!“, – წერს იონათამიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები