25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

რატი იონათამიშვილი – გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა

გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი წერს და მეგობრის ანალიზის პასუხს აქვეყნებს, სადაც მძიმე მეტალების შემცველობის მაჩვენებელია ასახული. როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, ომის პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ეს თურმე მოწამვლას ნიშნავს. „ანუ ეს ვისი ანალიზიც არის, ეს ადამიანი მოწამლულია?!“ – სვამს კითხვას დეპუტატი.
„გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა. ომის პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ეს თურმე მოწამვლას ნიშნავს. ანუ ეს ვისი ანალიზიც არის, ეს ადამიანი მოწამლულია?! ალბათ ხვდებით, რა დონის ფეიკებით ცდილობენ ყალბი ნარატივის დალაგებას და საქართველოს იმიჯის დაზიანებას!“ – წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...