ნებისმიერი ფართის დაგეგმარებისას კარები უმნიშვნელოვანესი ელემენტია. არჩევანი კი საკმაოდ დიდია ფუნქციონალურობის, დიზაინისა და ფასის მიხედვით.
კარებების რამდენიმე ტიპი არსებობს:
- სტანდარტული კარები
- ბრუნვადი კარები
- Hi-Finity კარები
- ავტომატური კარები
- ცეცხლგამძლე კარები
- ტყვიაგამძლე კარები და სხვ.
როგორ შევარჩიოთ კარები?
რა არის ავტომატური კარები?
ავტომატური კარები ეფექტურად უწყობს ხელს ენერგიის დაზოგვას და ამცირებს წლიური გათბობისა და გაგრილების ხარჯებს. კარები იხსნება მხოლოდ გააქტიურებისას და ავტომატურად იხურება.
- ავტომატური კარები შესანიშნავი ვარიანტია იმ დაწესებულებებისთვის, სადაც სანიტარული პირობები აუცილებელად დაცული უნდა იყოს, მაგ.: საავადმყოფოები და საკვები ობიექტები.
- ავტომატურ კარს ჰერმეტული ფუნქციით შეუძლია თავიდან აიცილოს ჭუჭყისა და მტვრის შეღწევა ოთახში ჰაერის წნევის გაზრდით. ეს შესანიშნავი გამოსავალია საოპერაციო ოთახებისთვის და სხვა კონტროლირებადი გარემოსთვის, როგორიცაა ლაბორატორიები.
რა არის ბრუნვადი კარები?
ისეთ სივრცეებში, სადაც ყოველდღიურად ბევრი ადამიანი გადაადგილდება, ბრუნვადი კარები იდეალური გამოსავალია. მაგალითად: მოლებისთვის, კომერციული სივრცისთვის, სუპერმარკეტისთვის და ა.შ.
გარდა იმისა, რომ ბრუნვადი კარები ძალიან ფუნქციურია, რადგან ერთდროულად რამდენიმე ადამიანის გატარების საშუალებას იძლევა.
სად შევიძინოთ ავტომატური კარები და ბრუნვადი კარები?
ავტომატური კარები და ბრუნვადი კარები თქვენი ობიექტისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ დომუს ალუმინიუმში. ეს არის დომუსის შვილობილი კომპანია, რომელიც ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. დომუს ალუმინიუმი ორი ლიდერი ევროპული კომპანიის – გერმანული Schüco-ს და ბელგიური Reynaers-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. როგორც სანდო და ხარისხის უმაღლესი სტანადრტების მქონე კომპანია – დომუს ალუმინიუმი არაერთი სამშენებლო პროექტის, მათ შორის კომპანია დომუსის ყველა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის აქტიური მონაწილეა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ნომერზე: (+995 32) 223 25 23
(R)