30 იანვარი, ორშაბათი, 2023
30 იანვარი, ორშაბათი, 2023

პრემიერ მინისტრის ინიციატივით წალენჯიხაში წყალმომარაგების სამუშაოები განხორციელდება – 27 მილიონიან პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ქვეყნის ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის გამოაცხადა ტენდერი საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას, სათავე ნაგებობის მოწყობას, რეზერვუარების, შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობასა და აბონენტების გამრიცხველიანებას.

ახალ პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აფასებენ, სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წალენჯიხისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება გეგმის მიხედვით 2025 წელის ბოლოსთვის დასრულდება და ამ დროისთვის ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

პროექტირების დაწყება მომავალი წლის დასაწყისშივე იგეგმება, რომლის დასრულებისთანავე ქალაქის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები