1 ივნისი, ხუთშაბათი, 2023
1 ივნისი, ხუთშაბათი, 2023

პეტრე ცისკარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

„ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება „რუსული ოცნება“, რადგან ეშინიათ დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის, რომელიც სიმართლეს გამოიტანს ზედაპირზე.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა

„ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მოვიყვანოთ ორი ფაქტი რისი მოწმეებიც პრაქტიკულად ყველა ვართ მთელი ქვეყანა. პირველი – ჩამოვიდნენ გერმანელი გამომძიებლები ,სადაც მივიდნენ რომელ ორგანიზაციასთანაც დაიწყეს თანამშრომლობა ეს იყო „ანტიკორუფციული მოძრაობა“ და როგორც კი პირველივე იდენტიფიცირებულ ქოლცენტრის სავარაუდო ლოკაციაზე მივიდნენ, ყველაფერი დახვდათ ალაგებული, გაწმენდილი იმიტომ,რომ შეატყობინეს სამწუხაროდ დაუშვეს ეს შეცდომა და შეატყობინეს ქართველ სამართალდამცავებს,რომ ამა და ამ ლოკაციებზე აპირებდნენ მისვლას .ყველაფერი დახვდათ ალაგებული,არანაირი ქოლცენტრი არ იყო. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია ვივარაუდოთ თუ ვინ (კრიშავს),ვინ მფარველობს ამ ქოლცენტრებს. მეორე – ამის გაგრძელებაა ის, რომ პარლამენტში მთელი ოპოზიცია ყველა ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატი, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ფრაქციას წარმოადგენს, ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას ქოლცენტრებთან დაკავშირებით. ვინ ეწინააღმდეგება ასეთ საგამოძიებო კომისიის შექმნას ? „რუსული ოცნება“ კობახიძე, ღარიბაშვილის მარიონეტები პარლამენტში ისინი არ ქმნიან არ აჭერენ ღილაკს თითის იმიტომ, რომ ეშინიათ ასეთი დამოუკიდებელი მეტ ნაკლებად დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის, რომელიც სიმართლეს გამოიტანს ზედაპირზე.“ – ასე გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს, რომელმაც თქვა, რომ – „შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე.“

ავტორი:

ბოლო სიახლეები