25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

პაატა ჩხეიძე: ევროპას სჭირს ის, რომ ევროპა შორდება ევროპას

ევროპას სჭირს ის, რომ ევროპა შორდება ევროპას. ევროპას სჭირს ის, რომ ევროპის მთავარ სახელმწიფოებში არის კრიზისი. ეს კრიზისი დაკავშირებულია რა თქმა უნდა უკრაინის კონფლიქტთან და ევროპაში ეკონომიკურ/ენერგეტიკულ პრობლემებთან. ევროპას სჭირს ის, რომ ევროპის ქვეყნებში მოძლიერებულები არიან რადიკალური მემარცხენე/ლიბერალური ძალები, რომლებიც არაევროპულ ღირებულებებს აყენებენ წინა პლანზე, – ამბობს კონსერვატიზმის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტი, პროფესორი პაატა ჩხეიძე ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელსაც კონსერვატიული პორტალი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ აქვეყნებს.

როგორც პაატა ჩხეიძე აღნიშნავს, მათთვის მნიშვნელოვანია ახალი Woke-ისტული (გამოღვიძების იდეოლოგია) და სხვა იდეები და მსოფლმხედველობა.

„ევროპას სჭირს ის, რომ ევროპა შორდება ევროპას, მაგრამ თვითონ ევროპა კი არ შორდება არამედ ევროპის გარკვეული საზდოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები შორდებიან ევროპულ ღირებულებებს. მათ ევროპულ ღირებულებებად მიიჩნიეს ადამიანის უფლებები და ეს ადამიანის უფლებები გახადეს ერთგვარ ფეტიშად, ოქროს კერპად, მათ ევროპული კულტურისა და ათასწლოვანი სამართლის ბედი კი არ აღელვებთ, არამედ სხვა რამ: ადამიანის აბსტრაქტული უფლებები, ინკლუზიურობა, ეთნიკური და სქესობრივი უმცირესობანი, და ა.შ და ა.შ. მათთვის ევროპული კულტურა, უძველესი, ტრადიციული ევროპული კულტურა, არის მხოლოდ და მხოლოდ ისტორია, ოღონდ არა ცოცხალი ისტორია, არამედ სამუზეუმო, რომელსაც მოექცევიან ისე როგორც სურთ. გაბატონებულია სუბიექტივიზმი არ სცნობენ აბსოლუტურ ღირებულებებს, შორდებიან ქრისტიანულ კულტურას“, – აცხადებს პაატა ჩხეიძე.

კითხვაზე, კიდევ რა დგას ამ ყველაფრის უკან, ლიბერალური იდეოლოგია, როგორც გლობალიზაციის ინტრუმენტი თუ პირიქით – გლობალიზაცია, როგორც ლიბერალიზმის გაბატონების ინსტრუმენტი, ერთმმართველობა, თუ ძალაუფლება, პაატა ჩხეიძე ასე პასუხობს: „ეს ყველაფერი უკავშირდება გლობალისტურ ტენდენციებს, თქვენ სწორად გამოიცანით ძალაუფლების საკითხთან მიდის და ასევე იმ ეპოქასთან, რომელშიც შევდივართ და რომელსაც ქვია „პოსტჰუმანური“ ეპოქა. როგორც ევროპელი მოაზროვნეები ამბობენ, მე ვგულისხმობ ჭეშმარიტ ევროპელ მოაზროვნეებს, ვთქვათ როგორიც იყო როჯერ სკრუტონი, ჩვენ გამოვდივართ, გამოვედით პოსტმოდერნისტული ეპოქიდან და შევდივართ პოსტჰუმანურ ეპოქაში. აი ეს პოსტჰუმანური ეპოქა რა იქნება, ცოტა ძნელი გამოსაცნობია, საკმაოდ რთული საკითხია“.

მისი თქმით, დღეს, ძალაუფლების მპყრობელ ძალებს ევროპაში საამაყოდ მიაჩნიათ ის, რომ თავი დააღწიეს ტრანსცედენტული ძალების მორჩილებას, ანუ ღვთის მორჩილებას, ასე ვთქვათ, რელიგიურ წესრიგს და ადამიანი დარჩა ადამიანად, ადამიანი დარჩა თავის თავთან.

„ადამიანი დარჩა სუბიექტურ ურთიერთობაში, სუბუექტივიზმი მძლავრობს დღეს ევროპაში. თავის დროზე დიდი მწერალი და მოაზროვნე კლაივ სტეპლ რუისი, ცნობილი „ნარნიას ქრონიკების“ ავტორი, აფრთხილებდა მთელს საზოგადოებას, მთელ ევროპას, გვიახლოვდება სუბიქტივიზმის შხამი და სუბიექტივიზმი მოშხამავს ყველაფერსო და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია იმასთან, რომ გლობალისტურ ძალებს, ეს ყველაფერი სჭირდებათ ძალაუფლებისთვის; ყველაფერი ბოლოს ძალაუფლებას უკავშირდება“, – ამბობს პაატა ჩხეიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...