25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

ნინო წილოსანი: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს უკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს უკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, – ამის შესახებ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი წერს.

„ყველა დაინტერესებულმა პირმა კარგად უნდა დაინახოს, ვინ ექცევა უპატივცემულოდ საკუთარ მანდატს, არაფრად აგდებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და სხვა დეპუტატების ხმის უფლებას. დავით უსუფაშვილი, რომელმაც კენჭისყრის დაწყებამდე თითქოს კონსენსუსი შემოგვთავაზა, როგორც კი დაინახა, რომ კონსენსუსით აირჩეოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დატოვა დარბაზი სხვა რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად. დღეს სწორედ იმ დეპუტატებმა დატოვეს დარბაზი კენჭისყრის ჩასაშლელად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს რომ უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ გზას“, – წერს წილოსანი.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე სამი წევრი აირჩია. ოპოზიციის მიერ პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების გამო, კენჭისყრის პროცესი შეჩერებულია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...