6 თებერვალი, ორშაბათი, 2023
6 თებერვალი, ორშაბათი, 2023

ნინო ფოჩხუა: ქვეყნის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, ის რასაც ტირაჟირებენ სანქციებთან დაკავშირებით, დიდი ტყუილია. თუ ვერ აცნობიერებს ამას, სიცრუეში მაინც ნუ აჰყვება საქართველოს მოწინააღმდეგეებს

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „ფეისბუქ“ სტატუსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქ მთავარი ქვეყნის პრეზიდენტია, მან ხომ ყველაზე კარგად იცის რასაც ტირაჟირებს, სანქციებთან დაკავშირებით, დიდი ტყუილია. თუ ვერ აცნობიერებს ამას, სიცრუეში მაინც ნუ აჰყვება საქართველოს მოწინააღმდეგეებს მისივე თქმით, რაც არ უნდა CNN და მსგავსი მედია საშუალებები ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მტრულ საქმიანობაში, სიმართლეს რას უზამენ, როცა ის საქართველოს მხარესაა და ციფრები ამაზე მეტყველებენ.

„რაც არ უნდა CNN და მსგავსი მედია საშუალებები ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მტრულ საქმიანობაში, სიმართლეს რას უზამენ, როცა ის საქართველოს მხარესაა და ციფრები ამაზე მეტყველებენ. აქ მთავარი ეს არ არის. გასაგებია გარეშე მტრები ებრძვიან პატარა ურჩ ქვეყანას, რომელიც კბილებით იცავს თავისი სამშობლოს ინტერესებს, აქ მთავარი ქვეყნის პრეზიდენტია, ვინ თუ არა მან ხომ ყველაზე კარგად იცის რასაც ტირაჟირებს, სანქციებთან დაკავშირებით, დიდი ტყუილია. ის ამ ქვეყნის პრეზიდენტია და თუ ვერ აცნობიერებს ამას, სიცრუეში მაინც ნუ აჰყვება საქართველოს მოწინააღმდეგეებს.“- წერს ნინო ფოჩხუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები