30 იანვარი, ორშაბათი, 2023
30 იანვარი, ორშაბათი, 2023

ნიკა მელიამ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი მის წინააღმდეგ ბრძოლაში საჯაროდ ამხილა

ნიკა მელიამ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი მის წინააღმდეგ ბრძოლაში საჯაროდ ამხილა. ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ კულუარებიდან საარჩევნო კამპანიის დაგეგმაში სწორედ ეს ორი ადამიანი – შს ყოფილი მინისტრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი იღებს მონაწილეობას.

გარდა ამისა, მელიამ მერაბიშვილს უფრო მძიმე ბრალდებაც წაუყენა – მისი მტკიცებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება სწორედ ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია.

„9 ნოემბრის მთავარი მოქმედი პირნი, შემსრულებელნი და ავტორნი, რა თქმა უნდა, იყვნენ ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ – ეს არის სიმართლე.

მეორე მხარე როდესაც საუბრობს: ნიკა მელიას მეგობრებმა თქვეს, ეს ვანო მერაბიშვილის გავრცელებულია, არადა, სინამდვილეში, სუს-ის გავრცელებულიაო, მე როცა ვიცი დანამდვილებით კონკრეტული, მათ შორის, პოლიტიკოსები, რომლებიც დაატარებდნენ ამ ჩანაწერებს, ახლა რომ ვთქვა, სუს-მა მოიპოვა ეს ჩანაწერი, მიაწოდა ამ ბატონებს და მერე დაარბენინებდნენ სხვადასხვა ადგილას, ეს ვერსია მათ კარგ მდგომარეობაში ჩააყენებს? დიახ, მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი. მან ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები