2 დეკემბერი, შაბათი, 2023
2 დეკემბერი, შაბათი, 2023

ნათია ფანჯიკიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე: არ მომეწონა, ქვეყნის მთავარ დღესასწაულზე, მსოფლიოს დასანახ სცენაზე წამყვანი პოზიციის ლიდერისგან მდგომარეობის აღწერის ფიქსირება “ჩვენ ვშორდებით ევროპას”, “ჩვენ ვაგინებთ ევროპას” , “ჩვენი კურსი გაურკვეველია” – სასარგებლოდ არ მიმაჩნია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისთვის მიუღებელი იყო.

“მე არ მომეწონა. ეგ არის საყოველდღეო სფიჩი, შიდასამუშაო. ქვეყნის მთავარ დღესასწაულზე, მსოფლიოს დასანახ სცენაზე წამყვანი პოზიციის ლიდერისგან მდგომარეობის აღწერის ფიქსირება “ჩვენ ვშორდებით ევროპას”, “ჩვენ ვაგინებთ ევროპას” , “ჩვენი კურსი გაურკვეველია” – სასარგებლოდ არ მიმაჩნია. დღეს მტკიცედ უნდა ეთქვა ის, რა არის ჩვენი მისწრაფება, რა არის ჩვენი იდეალი და რომ ამ გზაზე ის ქვეყანას ატარებს მტკიცედ და მორჩა. ლიდერის პოზიციიდან დაედო პირობა. დღეს პროტესტანტის როლი მხოლოდ ოპოზიციას ეკუთვნოდა. სხვა დღეებში კი ბატონო, ძალიან გამოგვადგა მისი პროევროპული გაბრძოლებები და ხშირად ძალიანაც მომწონს ხოლმე, რასაც ამბობს შინ თუ გარეთ.” – წერს ფანჯიკიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები