კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით მოლდოვა საქართველოსა და უკრაინას ჩამორჩება, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიას მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ განუცხადა.
„არსებული ინფორმაციით, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით ჩამოვრჩებით როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას. საქართველომ და უკრაინამ ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყეს. მათ ჰყავდათ მთავრობები, რომლებმაც ევროინტეგრაცია პრიორიტეტად აქციეს. იძულებულები ვართ, დავეწიოთ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ამ ამოცანას შევასრულებთ“, – განაცხადა მოლდოვის მთავრობის მეთაურმა.