მთავარი ის არის რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში – რას აცხადებს გიული ალასანია „კურიერის” მიერ მოპოვებულ აუდიო ჩანაწერში

8

რუსებსაც არ უნდათ ეს ივანიშვილი – ხომ ჩანს ეს ახლა ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე რომ ჩვენ გვაჩვენებს , ეს ხომ რუსები აწვდიან,- ამის შესახებ გიული ალასანია „კურიერის“ მიერ მოპოვებულ აუდიო ჩანაწერში საუბრობს.

„რა თქმა უნდა მეშინია, მე ძალიან მეშინია და მე საერთოდ რომ ჩავედი იმით ჩავედი, რომ მეთქვა არ წამოხვიდეო, მაგრამ ვერ ეტყვი მაგას იმიტომ, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. მოკლედ, ისეთ საგიჟეთში ვართ, ფაქტია რომ ვართ ამ საგიჟეთში, რა ვიცი, ძალიან მეშინია, რა თქმა უნდა.

მაგრამ მეორე მხრივ, აი ისევ, აი მთავარი ის არის რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში. მე ვფიქრობ, რომ რუსეთს, ესე, აი ასეთ რაღაც ცუდ ნაბიჯზე წასვლა… რუსებსაც არ უნდათ ეს ივანიშვილი – ხომ ჩანს ეს ახლა ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე რომ ჩვენ გვაჩვენებს – ეს ხომ რუსები აწვდიან,”- ამბობს გიული ალასანია „კურიერის“ მიერ მოპოვებულ აუდიო ჩანაწერში.