25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

მამუკა მდინარაძე: “უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს გადარჩენა შეუძლებელია. ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება!”

მამუკა მდინარაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

“პატარა და ძალიან ამაყი ერი ვართ.

პატარა და ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს.
ჩვენი ისტორია სამშობლოსა და ღირსების შენარჩუნების, გადარჩენისთვის ბრძოლაა.
სულ ბრძოლა გვიწევდა. დღესაც ვიბრძვით და მომავალშიც მოგვიწევს!..
ომი სამხედრო ძალადობა და დიდი ტრაგედიაა. ის ვიღაცისთვის პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის კი უკიდურესი აუცილებლობაა. საჭიროების შემთხვევაში უნდა ვიომოთ კიდეც, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ!
მაგრამ როდის არის ეს საჭიროების შემთხვევა თუ უკიდურესი აუცილებლობა?!
უნდა ვიომოთ მაშინ, როცა სხვანაირად სამშობლოს, ღირსების თუ უბრალოდ, ფიზიკური გადარჩენა შეუძლებელია.
ხოლო როცა გადარჩენის გზა სულ სხვაგვარია და ომს გვაძალებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენი და ჩვენი მომავლის ინტერესებს არ ემსახურება!” – აღნიშნავს მდინარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...