2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

მამუკა მდინარაძე: რეალობის ფონზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებები ეროვნული დონის თუ შიდაპარტიულ საარჩევნო დემოკრატიაზე უბრალოდ ღიმილის მომგვრელია!

“ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინონ. მელიას ფრთა და პარტიის ახლადარჩეული კომიკური ხელმძღვანელები ერთმანეთს ამუნათებენ, ჩვენ ხელისუფლებაც კი დავთმეთ დემოკრატიულად და პარტიაში რით ვერ ვიცავთ იგივე სტანდარტებსო.”- წერს მამუკა მდინარაძე თავის ოფიციალურ გვერდზე.
“სინამდვილეში, აქაც რეალობის გაყალბებას ცდილობენ. არაფრის დამთმობები ისინი არ იყვნენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლესი პილოტაჟით შესრულებული ურთულესი საჭადრაკო-პოლიტიკური პარტია, რის გამოც ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ და იძულებულები გახნენ დაეთმოთ ხელისუფლება!
მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები!
მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების, ხალხზე ზეწოლისა და შანტაჟის მასშტაბი იყო წარმოუდგენელი – არც ამან უშველათ!
ზუსტად იცოდნენ, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში გაცილებით უარესს მიიღებდნენ. ამიტომ დათმეს, მოუწიათ!
ამ რეალობის ფონზე მათი განცხადებები ეროვნული დონის თუ შიდაპარტიულ საარჩევნო დემოკრატიაზე უბრალოდ ღიმილის მომგვრელია!“- წერს მდინარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები