1 ივნისი, ხუთშაბათი, 2023
1 ივნისი, ხუთშაბათი, 2023

მამუკა მდინარაძე: რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება თუნდაც ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ, მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის?!

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ჩხუბი იყო. რომ გითხრათ ახლა სპორტზე კამათობდნენ და შეყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბესთქო, მოგატყუებთ. იყო ინციდენტი, უსიამოვნო. არ არის კარგი ამბავი. გაუადვილდათ ჩვენს პატივცემულ ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი. ისე გეტყვიან, ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით ქართველი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კაცისთვის არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ როგორ, თმენის ვალდებულება არ გაქვთ? – რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ თუნდაც. მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის?! ისეთ სიბინძურეს კადრულობენ ხოლმე, რაც შეიძლება ჩვეულებრივ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა შედეგებით დასრულდეს. შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები [ოპონენტები] რიგ შემთხვევაში კადრულობენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ამ შემთხვევაში, რომ ასეთი ინციდენტები თავიდან ავიშოროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები